რუსთავის ტყე-პარკში აღმოჩენილი 100-წლოვანი ველური ვაზი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი საქართველოში გავრცელებული ვაზების კატალოგში რუსთავის სახელით შევა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის ისტორიული მუზეუმი ავრცელებს.
“საოცრად ლამაზი, 100-წლოვანი ველური ვაზი რუსთავის ტყე-პარკიდან. დღეიდან ეს ვაზი საქართველში გავრცელებული ვაზების კატალოგში რუსთავის სახელით დაიმკვიდრებს ადგილს. მადლობა მის აღმომჩენს ტყე-პარკის თანამშრომელს, ბატონ თემურს და ქალაქის მერს ბატონ ირაკლი ტაბაღუას, რომლის ინიციატივითაც მოვიძიეთ ეს უნიკალური მცენარე ჩვენს ტყე-პარკში. ვაზის ეს სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი და ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ! ნუ დააჭრით ტოტებს!” – აღნიშნულია ინფორმაციაში.