რუსთავის ცხელების ცენტრის 13 პაციენტს “კოვიდ-19” არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებული 13 პაციენტის ტესტის პასუხი “კოვიდ19”-ზე ცნობილია. როგორც ცხელების ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ვირუსული ინფექცია არცერთ მათგანს დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, პაციენტების ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა, ნაწილი სხვდასხვა განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.

მისივე ინფორმაციით, ცენტრში ამ დროისთვის 4 ახალი პაციენტია მოთავსებული, ოთხივე მათგანი რუსთაველია. ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტებს ადგილობრივი სპეციალისტები ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღის განმავლობაში აუღებენ და კორონავირუსზე გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.