რუსთავის ცხელების ცენტრის 10 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის 10 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, კლინიკაში ამ დროისთვის 3 ახალი პაციენტია მოთავსებული. სამივე მათგანი რუსთაველია.

პაციენტებს ადგილობრივი სპეციალისტები ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღის განმავლობაში აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები COVID 19-ზე ხვალ გახდება ცნობილი.