რუსთავის ცხელების ცენტრის 4 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ მოთავსებულ 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. 

როგორც ცხელების ცენტრში აცხადებენ, ცენტრში ამ დროისთვის 4 ახალი პაციენტია მოთავსებული. ეპიდემიოლგოის, მაია რაზმაძის ცნობით, ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლია, ხოლო დანარჩენი სამი რუსთავის მკვიდრია.

ადგილობრივი სპეციალისტები მათ საკვლევ ბიოლოგიურ ნიმუშებს დღის განმავლობაში აიღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან. ტესტის პასუხი “კოვიდ-19”-ზე ხვალ გახდება ცნობილი.