რუსთავის მარცხენა სანაპიროზე, 9 ლოკაციაზე გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, სამუშაოები დუმბაძის, წერეთლისა და მაიაკოვსკის ქუჩებზე, ასევე, ფიროსმანის N19-ში, მშენებელთა ქუჩის N42-ში, ოდიშარიას N33, N34 და N36 ნომრებში და წმინდა ნინოს ქუჩის N2-ში შესრულდა.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე დონეცკ-მეტალურგების ქუჩასა და გომელაურის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
“განხორციელდა და ხორციელდება 11 ლოკაციაზე სამშენებლო სამუშაოები. 11 ლოკაციიდან 9-ზე უკვე დასრულებულია. დარჩენილია 2 ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს სანიაღვრე სისტემა და ამ ეტაპზე აქ მიმდინარეობს სამუშაოები. ეს არის გომელაურისა და ფიროსმანის დამაკავშირებელ მონაკვეთზე და დონეცკ-მეტალურგების ერთ-ერთ მონაკვეთზე, სადაც ამ ეტაპზეც მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის სამუშაოები,” – განაცხდა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაზა ზაზაძემ.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ჯეო გრუპი” ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 1 მილიონ 323 ათას ლარს შეადგენს.