საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი, რომელიც გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა,– ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ექიმების ცნობით, აღნიშნული პირი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. 

რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა, მრავლობით მოტეხილობები აღენიშნება, უგონო მდგომარეობაში იყო, დილის 4 საათზე შემოიყვანეს“,- აცხადებენ კლინიკაში.

1993 წელს დაბადებული ფ.ჯ. გუშინ საქართველოში სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა, რის შემდეგაც პირი სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს.

საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.