საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1182-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
გამოჯანმრთელებულების რიცხვიც 3-ით გაიზარდა და 962-ს შეადგენს.
„სამი ახალი შემთხვევიდან, 2 შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის 1 სატვირთო მანქანის მძღოლია. ხოლო ერთ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების ეპიდკვლევა წყაროს მოძიების მიმართულებით. ამ დროისთვის 241 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კვლავ 81%-ზე მეტია და სიკვდილობის მაჩვენებელი უცვლელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 7007 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 280 პირი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.