საქართველოში კორონავირუსით  ინფიცირებულთა რაოდენობა 18 -ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 18 -ით გაიზარდა. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 18 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 7 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის შედეგად არის ინფიცირებული, ხოლო 11 შემოტანილი შემთხვევაა, საიდანაც 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 19-ით, სულ არის 1240. პროცენტული მაჩვენებელი გამოჯანმრთელებულების გახლავთ 83 %. ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 220 პაციენტი, საიდანაც კოვიდ ცენტრების რეანიმაციასა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას გადის 3 კრიტიკულად მძიმე და 21 მძიმე პაციენტი.

უშუალოდ ჩვენს ცენტრში გუშინ იყო 18 დადასტურებული პაციენტი, გამოჯანმრთელდა 7, ახალი არ მიგვიღია და დღევანდელი მონაცემებით, გვყავს 11 დადასტურებული შემთხვევა. მათგან ჯერჯერობით კვლავ კრიტიკულად მძიმეა ერთი და არის ერთი მძიმე პაციენტი, დანარჩენის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1487 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელდა 19 ადამიანი და მათი რაოდენობა 1240-ს შეადგენს. 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221.