საქართველოში COVID19-ის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1469 შემთხვევაა დადასტურებული.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

UPDATE: კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 3 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2 იმპორტირებული შემთხვევაა, ხოლო 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1221-ს შეადგენს.

COVID19-ის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209.