„ქართული ოცნების” ლიდერებმა ბოლნისში, სოფელ ხატისოფელში სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს
ხატისოფელში სამაცივრე მეურნეობა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შეიქმნა და განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 მლნ ლარზე მეტია. სამაცივრე მეურნეობა ასევე „შეღავათიანი აგროკრედიტით“ სარგებლობს, რომლის მოცულობა 500 000 ლარია.
სამაცივრე მეურნეობას 790 ტონა ბოსტნეულის შენახვა შეუძლია, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.