„ღია ეთერის“ სპეციალური გამოშვება TV4-ზე 03-08-2020 (+ვიდეო)

„ღია ეთერი TV4-ზე“ – საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;

კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტი კვლავ წითელ ზონად რჩება;

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 8 პაციენტს “კოვიდ19” არ დაუდასტურდა;

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევისთვის 2 თვეში ჯამში 8 737 პირი დაჯარიმდა;

2020 წლის 12 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, პირბადის ტარების წესის დარღვევის 831 შემთხვევა გამოვლინდა;

გადაცემის მეორე ბლოკში: “კორონავირუსის არსებობის არ მჯერა” – ასეთია გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილის დამოკიდებულება გლობალური პანდემიის მიმართ. როგორი განწყობებია გარდაბანში, სრულდება თუ არა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ დადგენილი რეკომენდაციები მოსახლეობის მხრიდან და რამდენად ეფექტურია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები – “ღია ეთერის” კითხვებს პლატფორმა „სალამის” წევრი, ხაზრი სადიქი პასუხობს, რომელიც ორგანიზაციის წარმომადგენელია გარდაბანში;

.

📢#გადაცემა "ღია ეთერი" მარიამ ხვედელიძესთან ერთად📢პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები📢გადაცემის სტუმარი: პლათფორმა "სალამის" წევრი, ხაზრი სადიქი

Geplaatst door TV4.ge op Maandag 3 augustus 2020