სახალისო კომენტარები გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ

სახალისო კომენტარები ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა , დღეს 14:30 -საათიდან ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აბიტურიენტების სახალისო კომენტარები უკვე გამოჩნდა. 

“ვინც სახლიდან უკვე გამოაგდეს,შეგახსენებთ,რომ online.naec.ge სახლის ფუნქციებს ვერ შეითავსებს, გამოდით,მეც მინდა ნახვა”;

“მოვიყვან,ცისფერთვალება,ქერათმიან და ეშხიან, სახლიდან გამოგდებულ აბიტურიენტს “;

 

“ვინც ვერ ჩააბარეთ,არაუშავს, სწავლის ძირი მწარე არის,ასევე მშობლის ფეხი,ხელი,წიხლი,იდაყვი, ტაფა,რავიცი რაც მოგხვდებათ, მშობლის გემოვნებაზეა დამოკიდებული”;

“შევიფარებ სახლიდან გამოგდებულ აბიტურიენტს,რამდენიმე დღით”;

 

 

 

 

 

 

 

 

ცნობისთვის, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 25 ივლისს,სამოქალაქო განათლებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის  გამოცდით დასრულდა.