სახალისო კომენტარები ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა , დღეს 14:30 -საათიდან ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აბიტურიენტების სახალისო კომენტარები უკვე გამოჩნდა.
“ვინც სახლიდან უკვე გამოაგდეს,შეგახსენებთ,რომ online.naec.ge სახლის ფუნქციებს ვერ შეითავსებს, გამოდით,მეც მინდა ნახვა”;
“მოვიყვან,ცისფერთვალება,ქერათმიან და ეშხიან, სახლიდან გამოგდებულ აბიტურიენტს “;
“შევიფარებ სახლიდან გამოგდებულ აბიტურიენტს,რამდენიმე დღით”;
ცნობისთვის, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 25 ივლისს,სამოქალაქო განათლებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდით დასრულდა.