ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა

ქარელში ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ ქვეითებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.