ავტომობილი ხეს შეეჯახა – გარდაიცვალა ერთი ადამიანი

მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, – შემთხვევა სოფელ გორაბერეჟოულთან მოხდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. შეჯახების შედეგად, მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.