ავტოსაგზაო შემთხვევას ექვსი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს ბავშვის დედა მართავდა ,შემთხვევა სახლის ეზოში მოხდა.
მცირეწლოვანი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო,რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.