ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – არსებული ინფორმაციით, სამონასტრო კომპლექს ანანურთან მდებარე ობიექტებზე სატვირთო ავტომობილი შევარდა.
UPDATE: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი: სატვირთო ავტომობილის მძღოლი და სავაჭრო ობიექტში დასაქმებული ქალი გარდაიცვალა.
ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ დაიღუპა, ხოლო სატვირთო ავტომობილის მძღოლი გარდაცვლილი ავტომობილში იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.