ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია – შეთმთხვევა ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ სამი ადამიანი. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები ცენტრალურ გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.