შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
ექიმის თქმით, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად არც ერთ დაშავებულთან უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება.
„ დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული სამივე მათგანთან გეოდინამიკის მართვის მხრივ. ორ პაციენტს ტრავმის შედეგად, დაზიანებული ჰქონდა გულმკერდის ღრუ, ფილტვის ქსოვილი. შემოყვანისას სამივე მათგანთან იყო ღრმა კომა, რომელიც 15 ბალიანი ქულიდან ოთხი ქულა იყო. ამ ეტაპზე, სამივე მათგანთან გამოვლინდა ნევროლოგიური სტატუსის გაუმჯობესება, გამოჩნდა გუგის და ტრახეის რეფლექსი, რქოვანას რეფლექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნევროლოგიური სტატუსის მხრივ, პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად არ ვლინდება არცერთთან უარყოფითი დინამიკა.”– განაცხადა ლევან რატიანმა
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულებს შორის ორი რუსთაველი ახალგაზრდაა, ერთი რუთაველი კი სამ დაშავებულ პირს შორის , საუნივერსიტეტო კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.