ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

ლიკანში ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და საბარგო ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულებიც.

 ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განცხადებით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ. ისინი ბორჯომის კლინიკაში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.