ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა – შემთხვევა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოპედი გზაზე მოცურდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მოპედის მძღოლი და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და გამოკვლევები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.