ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – შემთხვევა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, აეროპორტის მიმდებარედ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილს წინ ძაღლმა გადაურბინა, მანქანის მძღოლმა არიდება სცადა, თუმცა საჭე ვერ დაიმორჩილა. შედეგად, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
დაშავებულები, მძღოლი და მგზავრი, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები.
ფოტო: 1tv.ge