ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, დაშავებულებს კვლევები უტარდებათ და სამივე მათგანი კონტაქტურია.
შსს-ს ცნობით ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.