ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ TV4-ს კლინიკა რუსთავში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პაციენტი ამჟამად გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში იმყოფება. რაც შეეხება  დაშავებულ მცირეწლოვანს, მას ექოსკოპიური გამოკვლევები უტარდება.

ინფორმაციისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი 30 წლამდე ქვეითად მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვან ბავშვს,  ზებრაზე გადასვლისას დაეჯახა.