მიკროავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა

წალენჯიხის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა და დაშავებულს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.