პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარი-წალკას საარჩევნო ოლქში გოგი მეშველიანი, ბოლნისში, კომპანია „ჯეოფრუტის“ ვაშლის პლანტაციაში იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატობის კანდიდატმა, ახალგაზრდებთან ერთად, ვაშლის მოსავლის აღებაში მიიღეს მონაწილეობა.
კომპანია „ჯეოფრუტის“ მიერ 33 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციაა ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის და კომპანიაში დასაქმებული ადგილობრივებისთვის.
კომპანია წლის განმავლობაში 40 ტონამდე პროდუქციას იღებს.