აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – შემთხვევა თბილისში, ტრანსპორტის ქუჩაზე მდებარე საცხობში მოხდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას ნგრევა არ მოჰყოლია.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან – მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.