რუსთავის მერიის შენობის წინ აქცია პერფორმანსი იმართება. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. ისინი ქალაქში არსებულ უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ, რომელსაც სოკოს საწარმოს “თეთრი ქუდის” წარმოების პროცესი იწვევს.
შეგახსენებთ, სოკოს საწარმოს მენეჯმენტმა, კომპოსტის საამქროს ქალაქიდან მოშორებით გადატანასთან დაკავშირებით, რუსთავის მერიას დეკემბრის თვეში აცნობა და კომპოსტის საამქროს გადატანა მაისის თვეში დაანონსა, თუმცა ეს პირობა ჯერ-ჯერობით არ შესრულებულა.