“ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს მტკვარში ეძებენ

ბარ “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს მესამე დღეა ეძებენ – სამძებრო სამუშაოები მტკვარშიც მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მტკვრის ფსკერის სკანირება სპეცკატერით ხორციელდება.

არსებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში, 8-კაციანი სამაშველო ჯგუფიც მონაწილეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით “ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.