ბაღში ბავშვის მიყვანისას,მშობლები სააღმზრდელო დაწესებულების შენობაში ვერ შევლენ

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით,  საბავშვო ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე , ბექა ფერაძემ აღნიშნა, მშობელმა ბავშვი ბაღის წარმომადგენელს შესასვლელში უნდა ჩააბაროს და სააღმზრდელო დაწესებულებიდან გამოყვანისას 10 წუთით ადრე დარეკოს და ბავშვი,ასევე შესასვლელში ჩაიბაროს. 

“იკრძალება მშობლების შესვლა ბაღის შენობაში, ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ბავშვის მიღება და შესაბამისად, შემდგომი პროცედურების განხორციელება.

გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს, ან რომელიმე თანამშრომელს ტემპერატურა დაუფიქსირდება .

წესდება შეზღუდვები ბავშვის ბაღიდან გამოყვანასთან დაკავშირებით, ვინაიდან მშობელი ვერ შევა შენობაში, მინიმუმ 10 წუთით ადრე [უნდა] განახორციელოს ზარი ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის გაყვანა და შესასვლელში მოხდეს ბავშვის გაყვანა.

განსაზღვრულია შესაბამისი რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვაზე, უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა იყოს გადანაცვლებული. ჯგუფებში იკრძალება სათამაშოების წამოღება სახლიდან და აკრძალულია ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომლის დეზინფექცია რთულია”, – განმარტა ბექა ფერაძემ.