ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
წყების ცნობით, მონიტორინგის მიზნით, ადგილზე 70-მდე მეხანძრე-მაშველი რჩება და სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება.