გარდაბანში 882 პირის განმეორებითი კვლევის პასუხებს ელოდებიან

გარდაბანში 882 პირის  განმეორებითი ეპიდემიოლოგიური კვლევის პასუხებს ელოდებიან. როგორც გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა გოგოლაძემ Tv4-ს განუცხადა, გუშინ ეპიდემიოლოგებმა ლუგარში 882 პირის ანალიზის ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს

ამასთან, მისივე ცნობით,პარასკევს გარდაბანში 491 საკვლევი ნიმუში აიღეს,საიდანაც კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, ორი პირის ანალიზის ნიმუშზე კი ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება

გარდაბნის სოფლებში განმეორებით კვლევებში ეპიდემიოლოგების შვიდი ჯგუფია ჩართული. 

„სოფელ ყარაჯალარიდან ერთი შემთხვევა გვაქვს გუშინდელ კვლევებში. დღეს ვერ გეტყვით, სრულად დასრულდება თუ არა, იმის და მიხედვით, როგორი იქნება დამყოლობა სოფლის მცხოვრებლების. გუშინ 700-მდე ადამიანი იქნა გამოკვლეული. ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლირებადია. არაფერი პანიკის საფუძველი არ არის. გვაქვს ერთეული შემთხვევები ყოველდღიურად. მოსახლეობამ, რა თქმა უნდა, უნდა დაიცვას რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდაბანში ჯამში კორონავირუსის 71 შემთხვევაა დადასტურებული.

გაფართოებული განმეორებითი ტესტირება, პარასკევს დაიწყო და ორ დღეში 1400-მდე ბიოლოგიური მასალა იქნა აღებული “პისიარ” ტესტირებისთვის.