გარდაბანში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Tv4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. მათივე ცნობით, გარდაბანში კოვიდინფიცირებული ახალი პაციენტები, ბოლოს დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან და ოჯახურ კლასტერს განეკუთვნებიან.
ცენტრის ხელმძღვანელის მარინა გოგოლაძის ცნობით, აღნიშნული პირები გარდაბანში, კოვიდინფიცირებული არასრლულწლოვანის კონტაქტები არიან. ჯამში მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 74 შემთხვევაა დადასტურებული.