გარდაბანში კორონავირუსისგან ხუთი ადამიანი გამოჯანმრთელდა

გარდაბანში კორონავირუსისგან ხუთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ Tv4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს .

მათივე ცნობით, გამოჯანმრთელებულები სოფელ ლელაშხას ,ყარათაკლიას და ყარაჯალარის მკვიდრები არიან. 

ცნობისთვის , გარდაბანში კორონავირუსის 67 შემთხვევაა დადასტურებული,საიდანაც 5 პირი  გამოჯანმრთელდა. 

დღეს მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი შემთხვევა დადასტურდა. 

ამასთან, კარანტინში იმყოფება 115 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციის მითითება მიცემული აქვს 62 პირს.