გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება.გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტესტი კორონავირუსზე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს უტარდებათ.
ცენტრის ხელმძღვანელის მარინა გოგოლაძის ინფორმაციით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა საბაჟო სამსახურისა და პოლიციის 158 თანამშრომელს.
ინფორმაციისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 75 ინფიცირებულიდან 44 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 პაციენტი მკურნალობას აგრძელებს.