გარდაბანში კორონავირუსზე 21 პირი, მათ შორის 14 საბაჟოს თანამშრომელი გამოიკვლიეს

 გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 21 პირი გამოიკვლიეს. გამოკვლეული პირებიდან 14 საბაჟოს თანამშრომელი, ხოლო 7 თვითიზოლაციაში მყოფი პაციენტია, საიდანაც 4 სოფელ ყარაჯალარის, ხოლო 3 გარდაბნის მკვიდრია.

გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა გოგოლაძის ინფორმაციით,გამოკვლეული პირებიდან, კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას,  მუნიციპალიტეტში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ გაზრდილა და კვლავ 44-ს შეადგენს. ამ დროისთვის, გარდაბანში კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც მკურნალობას 31 პაციენტი აგრძელებს.

ინფორმაციისთვის, არსებული ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო ,გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე განმეორებითი კვლევა მიმდინარეობს.