გარდაბანში კორონავირუსისგან კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში განკურნებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა.

როგორც Tv4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯადნაცვის ცენტრში განუცხადეს, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა და კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 75-ს შეადგენს. 

ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა გოგოლაძის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულები სოფელ ყარაჯალარის მკვიდრები არიან.

ამასთან, გარდაბანში  21 პირის საკვლევი მასალის ტესტის პასუხები გუშინ გახდა ცნობილი. გამოკვლეულ  პირებს შორის 14 საბაჟოს თანამშრომელი იყო,რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.”კოვიდ 19″ არ დაუდასტურდა არც  დანარჩენ შვიდ პირს. 

ცნობისთვის, გარდაბანში , თვითზოლაციაში იმყოფება სამი ადამიანი.