გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული 66 პირის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა გოგოლაძემ Tv4-ს განუცხადა, გამოკვლეულ პირებს შორის, სოფელ მარტყოფის ბავშვთა სახლის ბენეფიციარები და საბაჟოს თანამშრომლები არიან.
ამასთან, მარინა გოგოლაძის ინფორმაციით, 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და გარდაბანში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 64 გახდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში “კოვიდე 19” -ის 75 შემთხვევაა დადასტურებული.