გარდაბანში კორონავირუსზე მეხანძრე-მაშველებს გამოიკვლევენ

  გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომავალი  კვირიდან გარდაბნის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების გამოკვლევა იგეგმება.
 
 
 გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებს  ეპიდემიოლოგები კორონავირუსზე გამოიკვლევენ. 
 
ამასთან,ცენტრის ეპიდემიოლოგის ,მარინა გოგოლაძის ცნობით,  მუნუციპალიტეტში 3-ით  გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი  რიცხვი 67-ს შეადგენს. სამივე გამოჯანმრთელებული პაციენტი სოფელ ყარაჯალარის მკვიდრია.
 
ინფორმაციისთვის, მუნიციპალიტეტში უცვლელია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და მათი რიცხვი 75-ს შეადგენს.