გარდაბანში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში გარდაბნის მუნიციპალიტეტში “კოვიდ19”-სგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 23-მდე გაიზარდა. 

გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა გოგოლაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაბანში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეპიდემიოლოგიური კვლევები კი კვლავ გრძელდება.

ინფორმაციისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვირუსული ინფექცია ჯამში  75 ადამიანს დაუდასტურდა.