გარდაბანში ძუძუს უფასო კვლევა ჩატარდება

გარდაბნის “ჯეოჰოსპიტალსის” ამბულატორიულ ცენტრში 18 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის მობილური ჯგუფი ძუძუს უფასო კვლევებს ჩაატარებს.

ძუძუს გამოკვლევები – უფასოა 40-დან 70 წლის ჩათვლით და ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას და გასინჯვას მამოლოგის მიერ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიურ კვლევას, ბიოფსიასა და ციტოლოგიურ კვლევას;

მოსახლეობას, ასევე, საშუალება ექნება დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში “ჯეო ჰოსპიტალსის”, გარდაბნის ამბულატორიულ ცენტრში საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგული გამოკვლევები ჩაიტაროს, რომელიც უფასოა 25-დან 60 წლის ჩათვლით და ითვალისწინებს პაპ–ტესტს.