გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ TV4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გოგოლაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტი სოფელ ყარაჯალარის მკვიდრია. ამ დროისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 61-ს შეადგენს.
როგორც Tv4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა და კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 75-ს შეადგენს.
მარინა გოგოლაძის ცნობით, ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დღეს გარდაბნის სოფელ მარტყოფში იმუშავებს. ისინი გეგმიურ ტესტირებას კოვიდ19-ზე მარტფოყის ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს ჩაუტარებენ.
ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტში შესაბამისი პროტოკოლის წესების დაცვით, თვითიზოლაციაში ყოფნის მოთხოვნა ყველა პირს მოეხსნა.