გარდაბნის სოფელ მარტყოფში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ TV4-ს გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა გოგოლაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სოფელ მარტყოფში “კოვიდ19”-ით ინფიცირების ეს უკვე მესამე შემთხვევაა. სამივე მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან. COVID-19 დადასტურებული აქვს ბებიას, მის შვილსა და შვილიშვილს.

მარინა გოგოლაძის ინფორმაციით, გუშინ გარდაბნის მუნიციალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში სულ 13 საკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი და დადებითი პასუხი მხოლოდ ერთის შემთხვევაში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 60-ზე მეტი შემთხვევევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, გარდაბნის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 24 ივლისიდან მოქმედებს.