გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სოფელში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზის საფუძველზე მიიღეს.
სოფელ ყარაჯალარში განმეორებითი კვლევები კორონავირუსზე გასული 2 დღის განმავლობაში ტარდებოდა.
როგორც მხარის პირველმა პირმა ,შოთა რეხვიაშვილმა ყარაჯალარში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2 დღის განმავლობაში, ყარაჯალარში ეპიდემიოლოგებმა 1 552 ადამიანი გამოიკვლიეს,დასრულებული 1 425 კვლევიდან, ინფიცირების შემთხვევა მხოლოდ ერთ ოჯახში დაფიქსირდა.
“ორ დღეში,პარასკევს და შაბათს 1 552 ადამიანი შემოწმდა და საკვლევი მასალები გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ მომენტისთვის 1 425 კვლევა დასრულებულია და შედეგად მხოლოდ ერთი ოჯახიდან იყო ერთი ინფიცირების ფაქტი და შემდეგ უკვე ,კარანტინში იმავე ოჯახიდან მიემატა მეორე ფაქტი.”-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა
მისივე ცნობით, ამ დროისთვის 127 საკვლევი მასალის პასუხს ელოდებიან .
“127 საკვლევი მასალა დღემდე არის კვლევაში, შესაბამისად ,რადგან შეფასდა სიტუაცია,რომ სოფელში მასობრივი გავრცელება არ არის და არის ძალიან იშვიათი და ერთეული შემთხვევები, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ,რომ სოფელში საკარანტინე რეჟიმი გაუქმებულიყო. შედეგად, გუშინდელი ღამის თორმეტი საათიდან მოიხსნა ბლოკპოსტები და სოფელი დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმს ცხოვრებისას. “-განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა
ცნობისთვის ,ბოლო 24 საათში ყარაჯალარში გამოკვლეილი 882 ტესტის პასუხი უარყოფითია . ამასთან, სოფელში ჯამში 3 600-ზე მეტი პირია გამოკვლეული და ჯამურად ყარაჯალარში 44 შემთხვევაა დადასტურებული.
სოფელი მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, 24 ივლისს ჩაიკეტა. ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლის გახსნის მოთხოვნით აქცია ორჯერ გამართა.
გარდაბანში ჯამში კორონავირუსის 71 შემთხვევაა დადასტურებული.
სოფელი ყარაჯალარი გაიხსნა🔉🔉 გარდაბნის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა 📣📣 ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ვრცელი კომენტარი📣 https://bit.ly/33ILLIh
Geplaatst door TV4.ge op Maandag 10 augustus 2020