დმანისის მერი, გიორგი ტატუაშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, პარტიიდან გარიცხეს.
გიორგი ტატუაშვილი, რომელიც დმანისის მერის თანამდებობასთან ერთად, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმდჯომარის პოსტს იკავებს, პარტიის რიგებიდან გარიცხეს.
ამის შესახებ ნათქვამია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში.