დმანისის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

გუშინ ღამით ძლიერი სეტყვის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრი და მისი სოფლები: პანტიანიიაგუჯლოგომარეთიველისპირი, საკრინეტიშინდნარი, განთიადი ჯავახი, ბოსლები, აზკაკლიანი, კიზილიქილისა, ვარდისუბანი და დიდი და პატარა დმანისი დაზარალდნენ.

დმანისის მერის, გიორგი ტატუაშვილის ცნობით, დღეს დილიდან სოფლებში მობილიზებულნი არიან ადმინისტრაციული ერთეულები და ზარალის ოდენობას ითვლიან.

დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დიდი ნაწილი, ნათესები და ხეხილის ბაღები. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურები ქალაქის ცენტრს ასუფთავებენ, ხოლო ორშაბათიდან მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.