დმანისში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

დმანისის მუნიციპალიტეტში სეტყვის გამო 12 სოფელი და ქალაქის ცენტრი დაზარალდა.

დმანისის მერის, გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით, დაზიანებულია  სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დიდი ნაწილი.

მიყენებული ზიანის შესახებ კონკრეტული მონაცემები არ აქვთ და ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურები სამუშაოების დაწყებას ვერ ახერხებენ.