დღეს “ქართული ოცნება” რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რუსთავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დღეს წარუდგენს.

მმართველი პარტია მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს 17 აგვისტოს, 20:00 საათზე რუსთავის ცენტრალურ პარკში წარუდგენს.

წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.