„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წალკის, დმანისის და ბოლნისის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დღეს წარუდგენს.
წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.