მოძრავ ავტობუსს ქვა ესროლეს,რის შედეგადაც მგზავრი დაშავდა

ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს ხობის ტერიტორიაზე ქვა ესროლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მგზავრი დაშავდა.

როგორც ცნობილი ხდება, ინციდენტი კომპანიებს შორის კონკურენციას უკავშირდება. 

როგორც მიკროავოტბუსის მფლობელ კომპანიაში აცხადებენ, ეს მეორე შემთხვევაა და ამჯერად ადამიანი დაშავდა. 

ფაქტზე ერთი ადამიანია დაკავებული. 

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.